ოპოზიციური პარტიის ლიდერის სახლს ჩხრეკენ

Tbilisi Daily

სომხეთში ოპოზიციური პარტიის, „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გარიკ ცარუკიანის სახლს სამართალდამცველები ჩხრეკენ, - ამის შესახებ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე არმან აბოვიანი იტყობინება. „ეს ერთმნიშვნევლოვნად ოპოზიციის პოლიტიკური დევნაა და ცარუკიანის ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირდება. პარტიის ლიდერი მთავრობის გადადგომას ითხოვდა,“ - აცხადებს აბოვიანი. მანამდე ცარუკიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლაში მარცხი განიცადა და ვერც ეკონომიკის განვითარებისა და ინვესტიციებიზ მოზიდვის პირობა შეასრულა, რის გამოც მინისტრთა კაბინეტი უნდა გადადგეს.