აჭარაში ორი პაციენტი გარდაიცვალა, ისინი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდნენ
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსისდიაგნოზით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა.
55 წლის ქალი, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში ექვს ოქტომბერს შეიყვანეს. პაციენტსCOVID -19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა დათანმხლები დაავადებები ჰქონდა. უწყების ინფორმაციით, გატარებული ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება მეორე პაციენტს, გარდაიცვალა 61 წლის ქალი. ის კლინიკაში პირველ ოქტომბერს შეიყვანეს. მედიკოსების განმარტებით, პაციენტს კორონავირუსთანერთად ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა.