აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 75 000-ს გადააჭარბა

Tbilisi Daily

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 2 448 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 75 543-ს მიაღწია, - ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული. ამავე სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 1.2 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით 3.9 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 270 000-ს აჭარბებს.