ხოშტარია: თავისუფლბის გარეშე არ არსებობს არც უსაფრთხოება, არც ჯანდაცვა, არც კოვიდის დამარცხება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

"ევროპული საქართველოს" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ამაყია ოპოზიციით, რომელმაც პარტიული ეგოიზმი გვერდით გადადო და ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მიზნით გაერთიანდა. ხოშტარია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ხალხს მიმართა. "დღეს ჩვენ ბიძინა ივანიშვილი გვატყუებს, თითქოს, ჩვენ გვაქვს არჩევანი უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის. თითქოს თავისუფლება ჯანდაცვის ხარჯზე გადის. არ არსებობს არც უსაფრთხოება, არც ჯანდაცვა, არც კოვიდის დამარცხება, არც განვითარება, არც განათლება თავისუფლების გარეშე", - თქვა ხოშტარიამ. აქცია დაახლოებით ნახევარი საათის წინ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ ცესკოს შედეგებს, რომლის მიხედვითაც, კვლავ უმრავლესობაში რჩება "ქართული ოცნება". ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, მმართველი პარტია კი დამაჯერებელ გამარჯვებაზე საუბრობს. https://www.radiotavisupleba.ge/a/30936532.html #ახალი_ამბები #twitter #არჩევნები_2020