მაშველებმა მდინარე ალაზანში 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ იპოვეს 20 წლის ბიჭის ცხედარი. პრესსამსახურის ცნობით, სამძებრო ღონისძიებებში 20 მაშველი და მყვინთავთა ჯგუფი მონაწილეობდა.
ორი ადამიანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გუშინ, 19 ივლისს შეატყობინეს. ერთი მათგანი ჯანმრთელი იპოვეს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30738007.html
#ახალი_ამბები
#twitter