ოკუპირებულ აფხაზეთში COVID19-ის 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 108 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 16 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 387 შემთხვევაა დადასტურებული, 11 პაციენტი კი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.