მაშველები გოდერძის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ჩარჩენილ მოქალაქეებს ეხმარებიან
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები რამდენიმე საათია გოდერძის უღელტეხილზე, დიდთოვლობის გამო ჩარჩენილ მოქალაქეებს ეხმარებიან
ამავე ცნობით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა საბუქსირე საშუალებით დახმარება გაუწიეს 8 ავტომანქანას, რომლებმაც გააგრძელეს სვლა. ორი ავტომანქანის მგზავრები სამაშველო ჯგუფმა უსაფრთხოდ გადაიყვანა უახლოეს სასტუმროში. მეხანძრე-მაშველები კიდევ 5 ავტომობილს და მის მგზავრებს ეხმარებიან გზის გაგრძელებაში.
სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება, რომ არავინ დაშავებულა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31088432.html
#ახალი_ამბები
#twitter