ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - ავარია ქედაში

Tbilisi Daily

ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - ასეთია ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგი. გარდაცვლილი შუა ხნის ქალია, დაშავებულებს შორის არის არასრულწლოვანი. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევა, სოფელ მეძიბნაში მოხდა, სადაც მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. ადგილზე სამაშველო-სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დაღვევა გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.