მესტია-უშგულის გზაზე მანქანა მდინარეში გადავარდა.
Zugdidi Daily
მესტია-უშგულის საავტომობილო გზაზე, მულახის მონაკვეთზე, ავტომანქანა მდინარე მულხურაში გადავარდა. მამაკაცი ე.წ. დელიკის ტიპის ავტომობილით მოძრაობდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური.
მდინარეშე სამძებრო სამუშაოების შედეგად იპოვეს მანქანა, თუმცა მამაკაცი მანქანაში არ იმყოფებოდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიმართ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
#მესტია #უშგული #სამეგრელოზემოსვანეთი #მდინარე #უბედურიშემთხვევა #შსს #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com