ჯამში 73 833 ამომრჩეველი - არჩევნების მიმდინარეობა აჭარაში

Batumi Daily

უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ორ მაჟორიტარულ ოლქში 300 - ვე უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა. უსკო-ს პრესპიკერის განცხადებით, ყველაზე მაღალი აქტივობა ქედის ოლქში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი ბათუმში. ''20 საათის მდგომარეობით, 28-ე ბათუმის ოლქში, სადაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობა არის 147 211, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 35 852 ამომრჩეველმა, რაც შეადგენს 24,95%. 30-ე ოლქში კი სადაც ამომრჩევლის რაოდენობა არის 96 681, მონაწილეობა 37 981 ამომრცეველმა, რაც 39,28%-ია. ჯამში მოვიდა 73 833 ამომრჩეველი და ეს არის 30,27%'' - განაცხადეს უსკოში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში