ვინ გადაარჩინა ნავალნი და რა არის "ნოვიჩოკი“, რომლითაც ის მოწამლეს
Tbilisi Daily
გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, რუსული ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი ქიმიური ნივთიერებით, "ნოვიჩოკით“ მოწამლეს. როგორც BBC წერს, სამხედრო ლაბორატორიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა "ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება“ - ნავალნი "ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტების ჯგუფის ქიმიური ნივთიერებითაა მოწამლული.
"შემაშფოთებელია, რომ ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტის მსხვერპლი გახდა რუსეთში“, - ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.
რა დაემართა ნავალნის?
ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც, მისმა თანმხლებმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ თვითმფრინავი ქალაქ ომსკში ავარიულად დამჯდარიყო.
ნავალნისთან ერთად მყოფმა პირებმა კი ჩათვალეს, რომ პოლიტიკოსი ტომსკის აეროპორტში ჩაის დალევის შემდეგ მოიწამლა.