შეიარაღებულმა პირმა მძევლად აიყვანა 20 კაცი უკრაინის ქალაქ ლუცკში

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დასავლეთ უკრიანის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ხელთ იგდო ავტობუსი და მძევლად აიყვანა დაახლოებით 20 ადამიანი. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ქალაქის ცენტრი, სადაც თავდამსხმელითა და მძევლით სავსე ავტობუსია გაჩერებული, ალყაშემორტყმულია პოლიციით. გამტაცებლის ვინაობის დადგენილია, მაგრამ პოლიცია არ ახდენს მის იდენტიფიცირებას. სოციალურ ქსელში იგი წერდა, „სისტემით უკმაყოფილების“ შესახებ. პოლიციის ცნობთ, გამტაცებელი შეიარაღებულია ცეცხლსასროლი იარაღითა და ასაფეთქებელი მოწყობილობით. ავტობუსის შეპყრობის დროს მან რამდენჯერმე გაისროლა. უცნობია, არიან თუ არა ავტობუსის მგზავრებს შორის დაშავებულები. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გაემგზავრა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი. მძევლების კრიზისი უშუალოდ ჰყავს აყვანილი კონტროლზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. https://www.radiotavisupleba.ge/a/30739130.html #ახალი_ამბები #twitter