ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დროებით დაიკეტა
Zugdidi Daily
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის ორი დღით დაიხურა. ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" დირექტორის ზვიად ქარჩავას თქმით, ამის მიზეზი ძლიერი ქარია.
სამეგრელოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, შესაბამისად, მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით 4 და 5 იანვარს ბაღი დაიკეტება", - აღნიშნა ქარჩავამ.
ქარმა გუშინ ქალაქის ცენტრში, დადიანების სასახლის ეზოს შესასვლელთან წიწვოვანი ხე მოგლიჯა და საახალწლო დეკორაციები დააზიანა.
რაც შეეხება ბოტანიკურ ბაღს, ვიზიტორებს აქ შესვლა 6 იანვრიდან შეეძლებათ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#სამეგრელო
#zugdididaily
წყარო: რადიო ათინათი