გლდანის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები – Edison Research

Pirveliradio Ge

Edison Research-ის კვლევის მიხედვით "ნაციონალური მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ნიკა მელიას გამოკითხულთა 52% უჭერს მხარს. მელია ტელეკომპანია "ფორმულას ეთერში" ამბობს, რომ ის ამ შედეგს ელოდა. "მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, რამაც ერთი-ათად გაზარდა შანსი, რომ გლდანში ოპოზიციამ პირველივე ტურში გაიმარჯვოს, არის ერთობა. ერთობა, რომელიც დაფიქსირდა გლდანის რაიონში - მთლიანი ოპოზიციური სპექტრი შევთანხმდით ერთ საერთო კანდიდატზე და ძალიან განსხვავებული ოპოზიციური პარტიების შტატები მუშაობენ ერთ საერთო მაჟორიტარზე, ამ შემთხვევაში ნიკა მელიაზე".- ამბობს მელია. კვლევის შედეგებით, კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას გლდანის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება: ნიკა მელია, ენმ - 52%; ლევან კობიაშვილი, ქართული ოცნება - 33%; გიგლა მიქაუტაძე, ლელო - 12%. ლაშა გიორგაძე - ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი - 2%; სანდრო ბრეგაძე - ქართული მარში - 1%; საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის მეთოდოლოგიაზე ინფორმაცია დაწვრილებით იხილეთ აქ.