ეს არის რეჟიმის დასასრული - ნიკა მელია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ნიკა მელიას განცხადებით,გავრილოვისგამო საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ უნდასამართლდებოდეს.
„ეს არის რეჟიმის დასასრული, რეჟიმები ასესრულდებიან, კუნთიანი სპეცრაზმელების დახმარებით ესენი ვერ შეინარჩუნებენ ხელისუფლებას.
მე რომ მზად არ ვყოფილიყავი მოვლენების ასე განვითარებისთვის, ამ ძალმომრეობას, რომ შევეშინებინემერწმუნეთ თავი მექნებოდა დახრილი და მუხლიც მოდრეკილი.
მართლაც როგორც არასდროს, ვარ ძლიერად, მაგრად, მჯერა, რომ ამ კადრებს როცა ნახავენ ჩვენი შვილები, ამ კადრებს ნახავს ჩემი შვილი, იამაყებს საკუთარი მამით, მამის მეგობრებით. ამიტომ, გავრილოვი, ღარიბაშვილი, ივანიშვილი, მურუსიძე, ჩინჩალაძე ვერ გაგვასამართლებენ. ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და ყველა გაგვაერთიანა, ასე ვიქნებით იქამდე, ვიდრე ეს რეჟიმი არ დაენარცხება ძირს“,- განაცხადა ნიკა მელიამ.
სპეციალური დანიშნულების რაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შევიდა. ამ წუთებში შენობიდან ხალხის გამოყვანა მიმდინარეობს.
ნიკა მელია შენობის მეორე სართულზეა. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის სხვა ლიდერებიც.