ცერცვაძე: კლინიკებს დაუგროვდათ გამოცდილება, საკმარისი მონაცემები გაიდლაინში ცვლილებების შესატანად
Tbilisi Daily
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკებს დაუგროვდათ მნიშვნელოვანი გამოცდილება კორონავირუსთან დაკავშირებით.
დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, გაიდლაინში ცვლილებები შევა.
„ყველა კლინიკას დაუგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება კონკრეტულ ავადმყოფებზე ან ავადმყოფთა ჯგუფებზე. მკურნალობის სხვა მეთოდები, მათ შორის ინოვაციური მიდგომები, როგორიცაა გამოჯანმრთელებული – პლაზმაფერეზი, ადამიანის პლაზმის გადასხმა ან სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევების მკურნალობა, რაც მნიშვნელოვანი გამოდგა კოვიდინფიცირებულებში. ასევე, თანმხლები რიგი დაავადებების დროული მკურნალობა. ამ მხრივ, დაგროვდა საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ გაიდლაინში ცვლილებები შევიტანოთ და უახლოეს პერიოდში იქნება შეტანილი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
#კორონავირუსი
#გამოცდილება
#თენგიზცერცვაძე
#tbilisidaily