სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კორონავირუსით, ორი ადამიანი გარდაიცვალა. აბაშაში მცხოვრები 66 წლის კაცი, ქუთაისის „ჰოსპიტალ სერვისში“ გარდაიცვალა. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. სენაკში მცხოვრები 84 წლის კაცი კი „სენა-მედში“ გარდაიცვალა. რეგიონის მაშტაბით, კორონა ვირუსის 434 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საკარანტინო სივრცეში 128 პირი იმყოფება. რუხის კლინიკაში 150 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს, მათ შორის საშუალო სიმძიმისაა 60 პირის მდგომარეობა. თავისუფალი საწოლ-ფონდის რაოდენობაა 30. „სენა-მედის“ კლინიკაში იმყოფება 38 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის 8 პირის მდგომარეობა მძიმეა. თავისუფალი საწოლ-ფონდის რაოდენობა 2. ფოთის კლინიკაში 39 კოვიდ-პაციენტი იმყოფება, მათ შორის 12 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავისუფალი საწოლ-ფონდის რაოდენობაა 1. ზუგდიდის რეფერალურ ფოსპიტალში 31 კოვიდინფიცირებილი მკურნალობს. თავისუფალი საწოლ-ფონდის რაოდენობაა 1. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 21 პაციენტია მოთავსებული. თავისუფალი საწოლ ფონდის რაოდენობაა 7. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 158 154 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 129 210-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1462 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 1325 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6671 პაციენტია. ​კოვიდ-სასტუმროში 4067 ადამიანი იმყოფება. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.