მზარდი სტატისტიკა - კოვიდვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
Sokhumi Daily
გასული დღის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 214 - მა ადამიანმა ჩაიტარა. 68 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გუდაუთის კოვიდმიმღებ კლინიკაში მკურნალობას 78 პაციენტი გადის, მათგან 69 პირს კორონავირუსული ინფექცია აქვს. 25 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 22 - ის კი, საშუალო.
რაც შეეხება სოხუმის ინფექციურ კლინიკას, აქ მკურნალობას 28 კოვიდპაციენტი აგრძელებს.
ასევე სოხუმში, აიტარის პანსიონატის ტერიტორიაზე განლაგებულ მობილურ მულტიდისციპლინურ საავადმყოფოში 32 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. 27 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 5 პაციენტი მძიმედაა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა