ჟირინოვსკიმ ხელისუფლებას ლენინის მუმიის კრემაცია შესთავაზა
Tbilisi Daily
რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ხელისუფლებას ვლადიმერ ლენინის მუმიის კრემაცია შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
”ჩვენ ეს ცხედარი არ გვჭირდება. გთხოვთ, ნუ გავყიდით, მოდით წავიდეთ კრემატორიუმში, დავაწვათ ცხედარი და კოლბა სიმბირსკში (ახლანდელი ულიანოვსკი), მისი მამის საფლავთან ან პეტერბურგში, დედის საფლავის გვერდით დავმარხოთ“, - განაცხადა ჟირინოვსკიმ.
ცნობისთვის, ჟირინოვსკის განცხადებით, ამერიკელმა მხატვარმა დევიდ დატუნამ ლენინის მუმიის მილიარდ დოლარად შესყიდვის შესახებ სურვილი გამოთქვა. ვლადიმერ ჟირინოვსკი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები კომუნიზმისკენ მიდის და ამერიკელი ხელოვანი ვაშინგტონში ლენინის მავზოლეუმის ასლის შექმნას გეგმავს.