ოკუპანტების დაკავებული ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
Tbilisi Daily
უკანონოდ გატაცებული ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რის გამოც ის საავადმყოფოდან ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.
33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ 11 ივლისს დააკავეს, რასაც წინ უძღოდა სროლა.
საქართველოს მოქალაქე ე.წ. მესაზღვრეებმა ფეხში დაჭრეს
#ახალიამბები