სასწრაფოს ექიმების ინფიცირების გამო ახალქალაქში დამატებითი ეკიპაჟების მობილიზება გახდა საჭირო
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბოლო 24 საათში ახალქალაქის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ მიზეზით მუნიციპალიტეტში ნინოწმინდიდან და ასპინძიდან დამატებითი ჯგუფის მობილიზება გახდა საჭირო. ინფორმაცია დაადასტურეს საკოორდინაციო საბჭოს წევრებმაც.
13 ინფიცირებულს შორის არიან როგორც ექიმები, ისე ექთნები.
კორონავირუსი დაუდასტურდათ ახალციხის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პერსონალსაც. ინფიცირებულია 13 პირი.
სულ ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 1 194 პირს დაუდასტურა. მათგან 60 სამედიცინო პერსონალია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30902891.html
#ახალი_ამბები
#twitter