ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

2020-2030 წლებში ერთობლივ პროექტებსა და აქტივობებს განახორციელებენ ახალგაზრდობის სააგენტო და ბათუმის მერია . ამას ის მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელსაც ხელი მხარეებმა უკვე მოაწერეს. შემუშავდება „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის' დოკუმენტი, რომელიც ბათუმში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებზე იქნება მორგებული.ამასთან , სააგენტო უზრუნველყოფს ახალგაზრდობის საკითხებზე, მერიაში პასუხისმგებელი პირების კოორდინატორებად გადამზადებას.