ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა - რა ღირს ძვირფასი ლითონი საქართველოში და როგორია სამომავლო პროგნოზი

Tbilisi Daily

ოქ­როს ფასი რე­კორ­დულ ნიშ­ნულ­ზეა. ნიუ-იორ­კის Comex-ის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე ერთი უნ­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 2 060 დო­ლარს მი­აღ­წია. Goldman Sachs-ის-ის პროგ­ნო­ზით, ფა­სის ზრდა კი­დევ გაგ­რძელ­დე­ბა და მო­მა­ვა­ლი 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი უნ­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2 300 დო­ლარს მი­აღ­წევს. ცნო­ბი­სათ­ვის, პირ­ვე­ლად 2000-დო­ლა­რი­ა­ნი ნიშ­ნუ­ლი ოქ­როს ფას­მა 2020 წლის 31 ივ­ლისს გა­და­ლა­ხა. მა­შინ ფას­მა 2005,4 დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა და ეს მოხ­და მას შემ­დეგ, რაც გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია მე­ო­რე კვარ­ტალ­ში აშშ-ს მშპ-ს 32,9%-იანი კლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ასე­ვე რე­კორ­დუ­ლი ვარ­დნა იყო ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში. რო­გორც „მსოფ­ლი­ოს ოქ­როს საბ­ჭო“ (World Gold Council, WGC) აცხა­დებს, ოქ­როს ფას­ზე და მას­ზე მო­თხოვ­ნა­ზე გავ­ლე­ნას მხო­ლოდ ინ­ვეს­ტო­რე­ბი ახ­დე­ნენ და არა იუ­ვე­ლი­რე­ბი ან ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კე­ბი. ინ­ვეს­ტო­რე­ბი ოქ­როს ყი­დუ­ლო­ბენ იმის იმე­დად, რომ ოქ­რო­ზე ფასი კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა მას შემ­დეგ, რაც ამე­რი­კის ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კი 1 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ჩა­დე­ბას და­ი­წყებს ეკო­ნო­მი­კის მხარ­და­ჭე­რის­თვის. ოქრო ძვირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც. რო­გორც „ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს“ ოქ­როს ბირ­ჟა­ზე გა­ნუ­ცხა­დეს, წლის და­სა­წყი­სი­დან დღემ­დე ერთი გრა­მი ოქ­როს ფასი და­ახ­ლო­ე­ბით 25-დან 35 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და.