მზარდი კოვიდსტატისტიკა - აჭარა
Batumi Daily
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა შვიდი პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 301 კოვიდდადებითი პირი.
ამ დროისთვის კოვიდმიმღებ კლინიკებში 637 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 75 ინფიცირენულის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ხელოვნურ სუნთქვაზე 11 პირი იმყოფება. თავისუფალი საწოლების რაოდენობა 56 - ია.
კოვიდსასტუმროებში 1119 პირი აგრძელებს მკურნალობას, მათ შორის 78 არასრულწლოვანი პირია. აჭარაში ბინაზე 1700-ზე მეტი პირი რჩება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში