იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა?

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმში, ანგისის დასახლებაში ახალგაზრდა კაცი მშენებლობიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. კომპანია „სუპერ გრუპ“-ის ხელმძღვანელები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ, რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, ერთ-ერთი თანამშრომელის თქმით უსაფრთხოების თანამშრომელი ჰყავთ. ჩვენ გადავიღეთ კადრები სადაც ჩანს, რომ ნაგებობის უკანა მხარეს, იქ საიდანაც მუშა გადმოვარდა დამცავი ბადე არ არის. ვითარებას ადგილზე აჭარის პროფკავშირების გაერთიანება გაეცნო.