საქართველოს დღეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დღეს, 28 თებერვალს საქართველოს ეწვევა ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ევროსაბჭოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. ასევე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. დაგეგმილია  ევროპის საბჭოს პრეზიდენტის გამგზავრება საოკუპაციო ხაზთან ადგილზე არსებული ვითარების პირადად გასაცნობად. მისი ეს ვიზიტი აროს ვროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ქვეყნებში ტურნეს ნაწილია, რომელსაც ის მოლდოვაში დაიწყებს და საქართველოს გარდა უკრაინას ეწვევა. საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით,  შარლ მიშელის ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს, როგორც რეგიონში ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორის მხარდაჭერის გამოხატულებაა. „შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის განსაკუთრებული დატვირთვა გამომდინარეობს იქიდან, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, როგორც მის უმნიშვნელოვანეს პარტნიორს რეგიონში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, პრეზიდენტის ვიზიტების დღის წესრიგშია ორმხრივი ურთიერთობები, COVID-19-თან ერთობლივი ბრძოლა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მომავალი. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში დღეს ჩამოვა, ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ გამართავს, ხოლო ქვეყანას ორ მარტს დატოვებს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31125680.html #ახალი_ამბები #twitter