Ჩეხეთმა ღამით ქუჩაში გასვლა აკრძალა

Tbilisi Daily

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო ჩეხეთში 28 ოქტომბრიდან მოსახლეობას ღამის საათებში გარეთ გასვლა აეკრძალება. კერძოდ კი 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე. ამის შესახებ Deutsche Welle წერს . ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, რომან პრიმულას განმარტებით, მანამდე მიღებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთში კორონავირუსით 263 5773 ადამიანი დაინფიცირდა, 2337 პაციენტი კი გარდაიცვალა.