აქტივისტებმა აჭარის მთავრობის სახლთან შეშის ნაძვის ხე დადგეს

Batumi Daily

თვეზე მეტია, ბათუმში უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები აჭარის მთავრობის სახლთან მოწყობილ "თავისუფლების კვარტალში" ცხოვრობენ და სწორედ ამ ფორმით გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. აქტივისტებმა მთავრობის სახლის წინ სიმბოლურად "შეშის ნაძვის ხე" გააკეთეს და დადგეს. ამით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს იმ დემონსტრანტებს, ვისაც თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეშის შეტანის საშუალება არ მისცეს. "ჩვენ შეჩერებას არ ვაპირებთ. ორი მოთხოვნა რჩება უცვლელი და გამარჯვებამდე სანამ არ მივალთ, არ გავჩერდებით. ეს აქცია ძლიერდება, დაიდგა თბილისის აქციის სოლიდარობის ნიშნად შეშის ნაძვის ხე, იმიტომ, რომ ვნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ დააკავეს აქტივისტები" - განაცხადა "ლელოს" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ. ბათუმის უწყვეტ პროტესტს თბილისიდან, გურიიდან და ქუთაისიდან ჩასული სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ. ცნობისთვის, საინფორმაციო აქციის დაწყებამდე ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან მივიდნენ და აქციის დროს დაპატიმრებულ ირაკლი ჩხვირკვიას სოლიდარობა გამოუცადეს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში