ესპანეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა
Tbilisi Daily
ესპანეთში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე დაინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და მილიონ 46 ათას 641 შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ სამშაბათს, ქვეყანაში 988 322 დაინფიცირებული იყო. კორონავირუსით ქვეყანაში 34 366 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო კვირის განმავლობაში ვირუსით 575 ადამიანი დაიღუპა.