პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა
Tbilisi Daily
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს, ბოიკო ბორისოვს კორონავირუსი დაუდგინდა.
ის რამდენიმე დღის წინ თვითიზოლაციაში გადავიდა. არსებული ინფორმაციით, მას ვირუსი რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილისგან, ნიკოლაი ნანკოვისგან გადაედო. ბორისოვმა ნანკოვის ინფიცირების შესახებ 23 ოქტომბერს გაიგო, რამდენიმე საათით ადრე კი თავად ჩაიტარა გეგმური ტესტირება და, პირველ ჯერზე, პასუხი უარყოფითი იყო.
ნანკოვისა და ბორისოვის ბოლო შეხვედრა 18 ოქტომბერს შედგა.