არავის ვუთანხმებ, მე, გ. გამსახურდია, სამეგრელოში როდის ვიქნები და რას გავაკეთებ"

Tbilisi Daily

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას მტკი­ცე­ბით, ექ­სპრე­ზი­დეტ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია ვაჟი გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია, რო­მე­ლიც სა­მეგ­რე­ლო­შია, "ავერ­ბოვ­კებ­და" ვინ­მე ბეჟან გვა­ზა­ვას და აი­ძუ­ლებ­და სა­კუ­თარ თავ­ზე აეღო "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ზუგ­დი­დის ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმა. "ბეჟან გვა­ზა­ვა, რო­მელ­საც არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როდ ჩემ­თვის, გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია "ავერ­ბორ­კებ­და", რო­მე­ლიც ახლა არის სა­მეგ­რე­ლო­ში. ბეჟან გვა­ზა­ვაც ძვე­ლი ზვი­ა­დის­ტია და ის მი­უგ­ზავ­ნეს, გვა­ზა­ვამ უარი თქვა და მერე უკვე, რაც მოხ­და ჩვენს ეთერ­ში იქე­დან მიხ­ვდა, რაც ხდე­ბო­და მის თავს და თქვა, რომ სიკ­ვდილს გა­და­ვარ­ჩი­ნეთ, იმი­ტომ რომ აი­ღებ­და სა­კუ­თარ თავ­ზე თუ არა, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბო­და მისი ლიკ­ვი­და­ცია, ყო­ველ­გვა­რი შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვის გა­რე­შე და იტყოდ­ნენ, რომ აიყ­ვა­ნეს სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შდე­გად ტე­რო­რის­ტი", - გა­ნა­ცხა­და სპე­ცი­ა­ლურ ეთერ­ში ნიკა გვა­რა­მი­ამ.ამ ბრალ­დე­ბას "ტვი­ტე­რის" პი­რად გვერ­დზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია. "ჩა­მოვ­დი­ო­დი და მო­მა­ვალ­შიც ჩა­მო­ვალ სა­მეგ­რე­ლო­ში, ახლა რომ გა­ახ­სენ­დათ სა­მეგ­რე­ლო ვი­ღა­ცე­ებს... ბევ­რს აქვს გა­ჩხე­რი­ლი ყელ­ში ჩემი სა­მეგ­რე­ლო­ში ყოფ­ნა ვა­ტყობ. არა­ვის ვუ­თან­ხმებ მე, გ. გამ­სა­ხურ­დია, სა­მეგ­რე­ლო­ში რო­დის ვიქ­ნე­ბი და რას გა­ვა­კე­თებ. სის­ხლი­ა­ნი პუტ­ჩის­ტე­ბით სავ­სე სიას მი­ხე­დონ ურ­ჩევ­ნი­ათ მა­ვანთ", - წერს გამ­სა­ხურ­დია.