ვაქცინის შემუშავებისთვის საჭირო იქნება 18-თვიანი პროცესი-ჯანმო
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143019#
ვაქცინის შემუშავებისთვის საჭირო იქნება 18-თვიანი პროცესი, რაც არის დაჩქარებული ფორმატი ჩვეულებრივ, რამდენიმეწლიან პროცესთან შედარებით-განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების საგანგებო ვითარებათა ოფიცერმა, კეთრინ სმოლვუდმა. მისი განმარტებით აღნიშნული პერიოდი, დაჩქარებულ ვადად არის მიჩნეული.
„ათეულობით ვაქცინა მუშავდება. რამდენიმე კვლევითი ინსტიტუტი და მთავრობაა ჩართული ამ პროცესში. ამ დროისთვის 6-7 ვაქცინა გვაქვს, რომლებზეც დაიწყო პირველადი კლინიკური გამოკვლევები. ეს ძალიან იმედისმომცემი ამბავია, მაგრამ უნდა ვიყოთ უკიდურესად რეალისტურები, რომ ვაქცინის შემუშავებას სჭირდება დიდი დრო. ამ გზაზე არაერთი წინაღობაა. WHO რასაც აცხადებს, არის, რომ ვაქცინის შემუშავებისთვის საჭირო იქნება 18-თვიანი პროცესი, რაც არის დაჩქარებული ფორმატი ჩვეულებრივ, რამდენიმეწლიან პროცესთან შედარებით.
ჩვენ ჩართულები ვართ ვაქცინის შემუშავებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაში და კვლავაც წავახალისებთ ამ პროცესს. ამასთან დაკავშირებით გვაქვს ვაქცინის გამოკვლევისა და შემუშავების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილია ვაქცინის აღმოჩენის ყველა პროცესი. ჩვენ ვახალისებთ ვაქცინაზე მომუშავე კვლევით ინსტიტუტებს, რომ შეუერთდნენ საერთაშორისო პროცესს, რაც მისცემთ საშუალებას, ისარგებლონ ინფორმაციისა და მტკიცებულებების გაცვლით,"-განაცხადა სმოლვუდმა.