თენგიზ ცერცვაძე: განიხილება უსიმპტომო პაციენტებისთვის თრომბოემბოლური კვლევების ჩატარება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მთავრობასთან შეხვედრაზე სახლში დატოვებული, უსიმპტომო პაციენტებისთვის ანალიზების ჩატარების საკითხზე იმსჯელეს. ცერცვაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ შესაძლოა ყველა მათგანს სისხლის საერთო ანალიზი და თრომბოემბოლირი კვლევა ჩაუტარონ.
"იყო ერთი-ორი სიგნალი სახლში დატოვებული პაციენტებიდან და ეს სიგნალები რომ არ გახდეს ხშირი და ისეთი, როგორიც უცხოეთში ხდება, რომ უსიმპტომო პაციენტებს შორისაც დიდია დანაკარგი, დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მუშავდება, რომ სახლში დატოვებულ პაციენტებს, ვისაც სულ მცირე რისკფაქტორია, ჩაუტარდება სისხლის საერთო ანალიზი და თრომბოემბოლური კვლევები", - თქვა ცერცვაძემ.
რამდენიმე დღის წინ საქართველოში კოვიდსასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა. პირველადი მოკვლევით გაირკვა, რომ ქალის გარდაცვალების მიზეზი თრომბოემბოლური გართულება გახდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30901526.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)