აფხაზეთში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 6300-ზე მეტი ადამიანი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა  დაადასტურა. შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში გახნილ საველე ჰოსპიტალში მძიმე მდგომაროებაშია COVID-19-ით დაავადებული 28 პაციენტი. აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 6313 შემთხვევა, მათგან 4257 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 84 ადამიანი. დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში დაახლოებით 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს. https://www.radiotavisupleba.ge/a/30983334.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები