სომხეთში მომიტინგეები პარლამენტში შეიჭრნენ, ნაწილი პარლამენტის სპიკერს თავს დაესხა

Tbilisi Daily

სომხეთში მომიტინგეები პარლამენტში შეიჭრნენ და შენობა დაიკავეს. მომიტინგეთა ნაწილი პარლამენტის სპიკერს, არარატ მირზოიანს, თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცელებული ინფორმაციით, მირზოიანი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და სცემეს. მის ადგილმდებარეობასა და მდგომარეობაზე ინფორმაცია, ამ დროისთვის, უცნობია.