ავღანეთის საარჩევნო აქტივისტზე თავდასხმასთან კავშირში სამი პირი დააკავეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ავანეთში დაპატიმრეს სამი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილია არიან ცნობილი საარჩევნო აქტივისტის მკვლობასთან კავშირში. იუსუფ რაშიდის თავდასხმასთან სავარაუდო კავშირის ქონის გამო დაკავებული სამი პირის არც ვინაობა და არც რომელიმე დაჯგუფებაში მათი წევრობა უხსენებია პოლიციის წარმომადგენელს, ფარდოუს ფარამარზს, რომელმაც ცნობა გაავრცელა. რაშიდი, რომელიც ხელმძღვანელობდა ავღანეთის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ფორუმს, 23 დეკემბერს მოკლეს უცნობმა პირებმა, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს მის მანქანას ქაბულში. რაშიდზე თავდასხმა მოხდა, როცა ის მიემგზავრებოდა მშვიდობის დამცველთა გაერთიანების დამფუძნებელ შეხვედრაზე. მომხდარისთვის პასუხიმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია საკუთარ თავზე.   ეს იყო ერთ-ერთი იმ თავდასხმებიდან, რომლებიც მოხდა ავღანეთში ჟურნალისტებზე, აქტივისტებზე და პოლიტიკოსებზე, და რომლებიც დაგმეს გაერომ, ავღანეთის და უცხოეთის ქვეყნების პოლიტიკოსებმა. ავღანეთში თავდასხმები არ წყდება მიუხედავად სამშვიდობო მოლაპარაკებისა ავღანეთის მთავრობის და თალიბანის წარმომადგენლებს შორის, რის მიზანიც 20-წლიანი ომის დასრულებაა ქვეყანაში. 6 იანვარს ყატარში გაიმართა წინასწარი შეხვედრა, რითაც 20-დღიანი შესვენების შემდეგ უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკება. https://www.radiotavisupleba.ge/a/31039779.html #ახალი_ამბები #twitter