შსს-ს თანამშრომელს, რომლის იარაღითაც ქალი გარდაიცვალა, ბრალი დაუმძიმდა — ამოღებულია 13 მასრა

On.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომლის უმისამართოდ ნასროლი იარაღით ქალი ქარდაიცვალა, ბრალი დაუმძიმდა. ახალი მუხლი სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. "2020 წლის 19 აპრილს, ს.გ. იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში, დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ს.გ. გავიდა საცხოვრებელი ბინის აივანზე და როდესაც ქვეყანაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლებში, თავისი კუთვნილი "ვიკინგ"-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამოდენიმე გასროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. #news #politics https://on.ge/story/54660-%E1%83%A8%E1%83%A1%E1%83%A1-%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%90