ბრაზილიაში კორონავირუსი 25 012 ადამიანს დაუდასტურდა- 201 გარდაიცვალა

Tbilisi Daily

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 25 012 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 201 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის ხუთი მილიონ 700 ათასზე მეტი შემთხვევა, აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ. ამასთან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში გარდაიცვალა 162 829 ინფიცირებული. კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.