საქართველოში 794 კოვისინფიცირებულია

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და 794 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 19 - ით გაიზარდა და 624 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 2494 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301- პირი. საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.