კალაძე: დამოკიდებულება, რომელიც რეზოლუციაში იყო, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბიძნესმენ ბიძინა ივანიშვილის მოხსენიებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის შესაბამისად განაცხდა, რომ მიუღებელია დამოკიდებულება, "თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია“.
2015 წლის 13 ივნისს თბილისში წყალდიდობით დაზარალებულთა მემორიათან გაკეთებული კომენტრაში კალაძემ ფუჭი უწოდა სანქციების დაწესებით ივანიშვილის დაშინების მცდელობას, რათა ის პოლიტიკაში დააბრუნდეს, ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ განეწყოს, იმისთვის რომ, ქვეყანა ომში ჩაერთოს.
„სამარცხვინოა [რეზოლუციის] ტექსტის თოთოელი სიტყვა ჩვენ გვეუბნებიან, რომ თითქოს ადამიანი, რომლის უამრავ საქველმოქმედო საქმე აკეთებს, უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც რა თქმა უნდა გააკეთებს , ეკლიესიების რეაბილიტაცია, კულტურუული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ნატოს სტანდარტის ბაზების მშენელობა, უამრავი ადამიანის დამხარება, ხელშეწყობა თუნდაც ცენტრალური პარტის მშენებლობა, არ ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო, უნვერსიტეტის მშენებლობა, და ის დამოკიდებულება, რომელიც რეზოლუციაში იყო რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიღებელია. თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებენ და ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ, იმისთვის რომ, ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ რომ ტყულად ცდილობენ ამას და არავის არაფერი არ გამოუვა. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი საქმე, ჩემი აზრით რაც ქვეყანას გაუკეთა, ეს იყო მისი პოლიტიკაში შემოსვლა და იმ ბორიოტების მოცილება ქვეყნისთვის, იმ ქვეყნის მტრების მოცილება , რომელიც ნაციონალური მოძრაპბის სახელით იყო წარმოდგენილი“,- განაცხადა კახა კალაძემ.
მან 10 ივნისსაც ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელი უწოდა რეზოლუციას.
კახა კალაძის გარდა, ევროპარლამენტში 9 ივნისს მიღებულ რეზოლუციას უარყოფითად აფასებენ და შეურაცხმყოფლად მიიჩნევენ მმართველი პარტიის სხვა წევრებიც.
9 ივნისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროპარლამენტში საქართველოზე მიღებული რეზოლუცია, რომელიც მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხება, "ფეიკების შედეგია" და რომ მას "ჩალის ფასი აქვს."
11 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 300-მა ევროპარლამენტარმა შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება აჩვენა და "თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი", -თქვა მან.
10 ივნისს საპარლამენტო ურავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ უნახავს და თუკი კანდიდატის სტატუსი უსამართლო ვალდებულებებს დააკისრებს ქვეყანას, მან უარი უნდა თქვას ამ სტატუსის მიღებაზე. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განმარტებით, ხუნდაძის ეს პოზიცია პარტიის პოზიციას არ გამოხატავს.
13 ივნისს დიმიტრი ხუნდაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოქვეყნა და განაცხადა, რომ მისი ოჯახი „ბულინგის ქვეშაა“, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მისი შეფასების გამო.
9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას ელოდება. ეს საკითხი 23-24 ივნისს განიხილება.
3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.
ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით წარდგენის გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31895798.html
Source: radiotavisupleba.ge