საქართველოს 3 მოქალაქე საოკუპაციო ხაზთან დააკავეს.

Zugdidi Daily

საქართველოს სამი მოქალაქე სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან დააკავეს. დაკავებულები კუპირებულ ტერიტორიაზე, გალის იზოლატორში გადაიყვანეს. წალენჯიხის მერის წარმომადგენლი მამუკა ჩხაპელია აცხადებს, რომ ამ სამი პირის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც ისინი ჯართს აგროვებდნენ. დაკავების მიზეზი შეიძლება ისაა, რომ ისინი სავარაუდოდ სოფელ მუჯავას ტერიტორიას გაცდნენ. დაკავებული პირები მუჟავას მცხოვრებნი არ არიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მათ შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. #მუჟავა #სამეგრელო #აფხაზეთი #საქართველო #დაკავებულიპირები #უსაფრთხოებისსამსახური #zugdididaily