ოქტომბერში, საქართველოში წლიური ინფლაცია 3.8% იყო

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5%-ით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9%-ით: ზეთი და ცხიმი (7.2%); ბოსტნეული და ბაღჩეული (5.3%); რძე, ყველი და კვერცხი (2.7%). ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ფასები მომატებულია 5.4%-ით. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5%-ით: ზეთი და ცხიმი (17.3%); ყავა, ჩაი და კაკაო (13.6%); თევზეული (10.3%); პური და პურპროდუქტები (7.8%); რძე, ყველი და კვერცხი (6%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.5%); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.2%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.5%); ბოსტნეული და ბაღჩეული (2.2%). წლიური ინფლაცია 3.8% იყო სექტემბერშიც და ეს წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. https://www.radiotavisupleba.ge/a/30927627.html #ახალი_ამბები #twitter