აჭარის მუნიციპალიტეტებში მცირე ბიზნესის დაწყება დაფინანსდება
Batumi Daily
ქობულეთის, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობას შეუძლია, უკვე არსებული მცირე ბიზნესის ან ახალი მცირე ბიზნესის დაწყება 2-დან 25-ათასამდე ლარის გრანტის ოდენობის დახმარებით.
აღნიშნული დაფინანსება UNDP-მ, გაეროს განვითარების პროგრამამ გამოყო. გრანტის მიღება შეუძლია იმ ბიზნესს, რომელიც ეხება ტურიზმის ინდუსტრიას, ხელნაკეთი ნივთების დამზადებას, საყოფაცხოვრებო სერვისებსა და მომსახურებას.
UNDP დააფინანსებს მთლიანი პროექტის ბიუჯეტის 80%-ს. მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას კი საერთო ბიუჯეტის მაქსიმუმ 85% დაუფინანსდებათ. პროექტის დაფინანსების მაქსიმალური თანხა 25 000 ლარს შეადგენს. პროექტი თანადაფინანსებული უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტში უნდა გქონდეთ მინიმუმ 20% სხვა სახის დაფინანსებაც გათვალისწინებული.
უპირატესობა მიენიჭება ქალებსა და მოწყვლად ჯგუფებს, ან იმ ბიზნესმენებს, ვინც ინოვაციურ მიდგომას გამოიჩენს. პროექტში ყურადღება მიენიჭება ასევე ბიზნესის გავლენას გარემოზე. პროექტის პარტნიორია ბათუმის ბიზნესინკუბატორი, განაცხადების წარდგენა კი პირველ ივლისამდეა შესაძლებელი.
#ბიზნესი #დაფინანსება #გრანტი #აჭარა #ხელვაჩაური #ქობულეთი #შუახევი #batumidaily