ჯანმო: მოერიდეთ ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრებს

Tbilisi Daily

ჯანმო-ს გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი საზოგადოებას ონლაინ შოპინგით სარგებლობისკენ მოუწოდებს. „მოერიდეთ ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრებს, ისარგებლეთ ონლაინ შოპინგით, თუ ეს შესაძლებელია“, – განაცხადა ჯანმო -ს ხელმძღვანელმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.