ხმაური ბათუმში - პოლიციამ ე.წ კანონიერი ქურდის მხარდამჭერები მსვლელობისას დააკავა

Tbilisi Daily

.წ კანონიერი ქურდის მინდია გორაძის იგივე "ლავასოღლის" მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ბათუმში მთავრი გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, ისინი პროტესტის ნიშნად გზის სავალ ნაწილზე ისხდნენ და მინდია გორაძის ექსტრადირებას ან გათავისუფლებას ითხოვდნენ. მინდია გორაძის ადვოკატის განცხადებით, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების მისამართით არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. აქციის მონაწილეები ამ დროისათვის ბათუმში იუსტიციის სახლის მიმართულებით აგრძელებენ მოძრაობას, სადაც მოშიმშილეები იმყოფებიან. მეექვსე დღეა ბათუმის იუსტიციის სახლთან მინდია გორაძის ახლობლობლები და ნათესავები არიან შეკრებილი. 17 პირი პროტესტის ნიშნად შიმშილობს, 8 პირმა კი პირი ამოიკერა. მინდია გორაძე თურქეთის საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება.