უკვე ოფიციალურად - თორნიკე შენგელია მოსკოვის „ცსკა“-ში ითამაშებს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია საკლუბო კარიერას მოსკოვის „ცსკა“-ში გააგრძელებს. ინფორმაცია, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, რუსეთის დედაქალაქის არმიის კლუბმა ოფიციალურად დღეს დაადასტურა. „ცსკა“-ს ვებსაიტმა სოციალურ ქსელში თორნიკე შენგელიას პირველი კომენტარიც გამოაქვეყნა: „ბედნიერი ვარ, ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ჩარიცხვით და მოუთმენლად ველი, როდის შევძლებ ბრწყინვალე მოთამაშეების გვერდით და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, „ცსკა“-სთან ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევ ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე“ - განაცხადა 28 წლის ქართველმა კალათბურთელმა.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30715846.html #ახალი_ამბები #twitter #სპორტის_ახალი_ამბები