აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე „ლელოში“ გადავიდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე 'ლელოს' შეუერთდა.
ჯამბულ ხოზრევანიძემგადაწყვეტილების მოტივზე ისაუბრა. მისივე თქმით, 'ქართული ოცნების' გუნდი არ აფასებს თავის აქტივისტებს და ქვეყანის განვითარებას აფერხებს.
'2005 წლიდან ვიბრძოდი, რომ უკეთესი საქართველო გვქონოდა. დღეს ჩემი გადაწყვეტილების მიზეზია, რომ გუნდი, სადაც მე ვიყავი 2016 წელსაც გამოვთქვი ჩემი უკმაყოფილება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც შექმნა 2005 დან 2012 წლამდე პერიოდში რეჟიმი, რომელიც იყო საქართველოსთვის მიუღებელი.დღეს ვხედავ, რომ 2020 გრძელდება ეს რეჟიმი. დღეს ვხედავ, რომ ეს გუნდი არ აფასებს თავის აქტივისტებს, რომლებმაც 2012 წელს შეცვალეს ეს რეჟიმი და ერთად ვიბრძოდით, რომ საქართველო წინ წასულიყო.
დღეს ვხედავთ, რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ ამ რეჟიმს.მოკალათდნენ ამ ხელისუფლებაში და ცდილობენ შექმნან უარესი რეჟიმი. ვხედავთ, რომ არის უამრავი მკვლელობა, უპატივცემულობა.
2020 წელს 55 წლის ადამიანს მიწევს იმ უკან პერიოდში დაბრუნება რაც იყო 2012 წელს. 'ლელოსთან' ერთად ჩვენ გამოვიყვანთ მოსახლეობასუიმედობიდან. მამუკასგანმივიღე პირობა, რომ იქნებოდა თანაგუნდელების აზრის გაზიარება და შემდეგ მოხდება გადაწყვეტილების მიღება, რამაც განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება.
მე ვფიქრობ, რომ 'ლელო' გაიმარჯვებს და2020 არჩევნებითჩამოშორდება ფეოდალები ხელისუფლებიდან და ვერ გაიმარჯვებენ აჭარის მაღალმთიანეთში'-განაცხადა ჯამბულ ხოზრევანიძემ.