ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა

Tbilisi Daily

ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრი ელჟან ბირტანოვი კორონავირუსით დაინფიცირდა. „სამწუხაროდ, ცუდი სიახლე მაქვს: ჩემმა ბოლო ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ეს არ არის უსიმპტომო ფორმა. ამიტომ, გადაყვანილი ვარ ინფექციურ კლინიკაში,“-წერს მინისტრი Facebook-ის გვერდზე. ბოლო მონაცემებით, ყაზახეთში კოვიდ 19-ის 14 496 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 73 ადამიანი. 9 114 პაციენტი გამოჯანმრთელდა.