კახეთის პოლიციამ მუქარის ბრალდებით იორმუღანლოში 1 პირი დააკავა

Pirveliradio Ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მუქარის ბრალდებით იორმუღანლოში 1 პირი - 1985 წელს დაბადებული შ.ი. დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ღამის საათებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, თანასოფლელს - 1979 წელს დაბადებულ ფ.მ.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა შ.ი. დანაშაულის ჩადენის დღესვე, კახეთში დააკავეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციის მიერ ჩატარდა გამოკითხვები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები." - აღნიშნულია განცხადებაში. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.