ეკატერინე ტიკარაძე - როდესაც დღის წესრიგში დადგება განვიხილოთ თუ როგორ გარემოში უნდა ჩატარდეს არჩევნები, მზად ვართ, კონსულტაცია გავუწიოთ
Tbilisi Daily
„არჩევნებამდე ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ ეფექტურად ვმართოთ ინფექციის გავრცელება. ასევე გვაქვს მოლოდინები, როგორი შეიძლება იყოს ინფექციის გავრცელება უკვე შემოდგომაზე. ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ დაკვირვებას და გავცეთ რეკომენდაციებს როგორც საჯარო სტრუქტურებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის, ვინაიდან იცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხდება დაგეგმარება ეკონომიკური სექტორის გაშლის. ჩვენი შრომითი უსაფრთხოების სამსახური დეტალურად სწავლობს თითოეულ გარემოს, სადაც ადამიანებს მოუწევთ მუშაობა. როდესაც დადგება დღის წესრიგში განვიხილოთ ის, თუ როგორ გარემოში უნდა ჩატარდეს არჩევნები, მზად ვართ, გავუწიოთ კონსულტაცია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.